ანა დოლიძე: „სასამართლოს მეგობარი“ ეს არ არის მოსარჩელე, თუმცა მას შეუძლია, გამოხატოს მოსაზრებები და პოზიციები
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით და პრეზიდენტის იმ გაცხადებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ის საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით მიმართავს.
როგორ ანა დოლიძემ განმარტა, „სასამართლოს მეგობარი“ – ეს არის დამოუკიდებელი პირი, ეს არ არის მოსარჩელე, თუმცა მას შეუძლია, გამოხატოს მოსაზრებები და პოზიციები.
“სასამართლოს მეგობარი“ – ეს არის განსხვავებული, შედარებით ახალი ფორმა. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი არ იქნება მხარე, მიუხედავად იმისა, რომ ის მოხარულია, ხალხის აქტიურობის გამო, სარჩელთან მიმართებაში. ის მხარს დაუჭერს სასამართლოს თავისი მოსაზრებებით, არგუმენტებით გააძლიერებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს შედარებით ახალი ინსტიტუტია და უპრეცედენტო, ახალი ფორმაა, როდესაც მას პრეზიდენტი გამოიყენებს. „სასამართლოს მეგობარი“, ეს არის დამოუკიდებელი პირი, ეს არ არის მოსარჩელე, თუმცა მას შეუძლია, გამოხატოს მოსაზრებები, პოზიციები. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, იზიარებს ხალხის სულისკვეთებას, ვინც იცავს თავის პირად ცხოვრებას და ასაჩივრებს კანონს სასამართლოში. შეიძლება, სასამართლომ დაიბაროს პრეზიდენტის წარმომადგენელი, მოისმინოს ზეპირად მისი მოსაზრებები, მაგრამ, პირველ რიგში, ისინი წაიკითხავენ წერილობით წარდგენილ ჩვენს მოსაზრებებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინიციატივას მხარს უჭერს და საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს.