მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის პირველი ტური ჩატარდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსის პირველი ტური ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საგუნდო განყოფილების ვაჟთა ფოლკლორული გუნდი, ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების 6 გუნდი. მონაწილეები კვალიფიციურმა ჟიურიმ შეაფასა.
III ეროვნული კონკურსის თავმჯდომარე საგუნდო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ედიშერაშვილი იყო; წევრები : საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი შიო აბრახამია და საპატიო სტუმარი, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა.