კომპანია “რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დღეს, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც “რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 28 მარტს, საღამოს 19:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას.
წყალმომარაგება, ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანების აღმოფხვრისთანავე აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია “რუსთავის წყალი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია “რუსთავის წყალი” დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.