“კასპელ შემოქმედ ქალთა” ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
16 მარტს გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში “კასპელ შემოქმედ ქალთა” ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ქალბატონებმა გამოფენა გაზაფხულს მიუძღვნეს და მაყურებელს ფერწერული და ფანქარში შესრულებული ულამაზესი ნახატებით, თექის, ნაქარგი და ხელნაკეთი სამკაულებითა და თოჯინებით სიამოვნება მიანიჭეს.
დამთვალიერებელმა მადლობა გადაუხადეს ნინო ქენაძეს, თეა ქუტაშვილს, ანაიდა ბეინაშვილს, რუსუდან ბარნოვს, თათია მანგოშვილს, გვანცა ტატულაშვილს, ელზა ჭალისურს, რუსუდან ღლონტს.
გამოფენაში მონაწილე ყველა ქალბატონი გამგეობის მუზეუმების გაერთიანებამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა.