ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს ქრისტიან ლაგარდს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.