რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით რამდენიმე პირი, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ

რუსთავში ბუნებრივი არის ნამწვით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
მოწამლულებს შორის  ოთხი და ექვსი წლის ბავშვები არიან, ისინი რუსთავის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, ორივე მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერილია.
ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღეს ერთმა მოხუცმა და ორმა შუა ხნის ქალმაც. ისინი კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ კლინიკა „რუსთავში“ განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ისინი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები