რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადადგილება.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტლამენტი ავრცელებს. ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ამინდის გაუმჯობესებისთანავე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.