გოგონა, რომელთანაც  მანდატურმა  სექსუალური კავშირი დაამყარა, ორსულად არის

იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელთანაც  მანდატურმა სექსუალური კავშირი დაამყარა, ორსულად არის.
შემთხვევა ორი კვირის წინ  გახმაურდა. 15 წლის გოგონა და მანდატური, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცია, თანასოფლელები არიან. როგორც „კვირას“  ადგილობრივმა განუცხადა,  მანდატურმა და სკოლის მოსწავლემ ოჯახი შექმნეს. გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგონას მშობლებისა და ახლობლების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.
როგორც „კვირას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესახებ  სკოლის დირექტორმა განათლების სამინისტროს აცნობა.
„მომხდარის შესახებ მანდატურის სამსახურმა გვაცნობა, ამის შემდეგ განათლების სამინისტრო დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე, მოხდა შესაბამისი რეაგირება და მიმდინარეობს გამოძიება“ ,  – აცხადებენ სამინისტროში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  მანდატური სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სექსუალური სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) მიმდინარეობს. დანაშული შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები