“არქიმანდრიტ დოროთეს, გაფრთხილებების მიუხედავად საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება” – ილია მეორე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანებას აქვეყნებს.
“თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება”, – აღნიშნულია ბრძანებაში.