თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 30 წლამდე ასაკის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, „ბე-ემ-ვეს“ მძღოლი დაკავებულია.