„რუსეთი საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებს“

  საქართველო რუსეთისგან პოლიტიკურ პროვოკაციებს ახლაც და მომავალშიც მოელის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას ამერიკულ ტელეკომპანია „CNBC-“სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან ზეწოლას არ გამორიცხავს, მაგრამ, მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებს. “ევროპული არჩევანი და ევროინტეგრაცია ჩვენი მთავრობის არჩევანია, რომელსაც ქართველი ხალხი უჭერს მხარს. ამიტომ უკრაინისა და საქართველოს მაგალითი ერთამანეთისგან განსხვავებულია”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. “გარდა ამისა, ჩვენ ნაკლებად დამოკიდებულები ვართ რუსეთზე და ამიტომ რისკები მინიმალურია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „CNBC“-სთან ინტერვიუში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ რუსეთის მიმართ რიტორიკა შეცვალა. რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები