სენაკში ქალს ვალის გამო რამდენჯერმე ესროლეს
სამეგრელოში, სენაკში შუა ხნის ქალს 6-ჯერ ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ადგილზე გარდაიცვალა. მას ცეცხლი ქალბატონმა ვალის გამო გაუხსნა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ქალის 2 500 ლარი მართებდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.”კვირას” ინფორმაციით ბრალდებული სამართალდამცავებს თავისი ნებით ჩაბარდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.