ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში მიღებული საჩუქრები სახელმწიფოს გადაეცა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში მიღებული საჩუქრები სახელმწიფოს გადაეცა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 16 საათზე, მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საჩუქრების ნუსხას და მოახდინონ მათი ფოტოვიდეო გადაღება.