ლილოს დასახლებაში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
ლილოს დასახლებაში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია.
როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.