დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, “ევრაზია: შემდეგი ზღვარი”, საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვა. სესიას აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში გუშინ ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ტრადიციულ მიღებას დაესწრო, რომელიც პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის მიერ იყო ორგანიზებული. დღეს ქართულ დელეგაციას 10-ზე მეტი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.