კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, ყვარელი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ველისციხის მონაკვეთზე “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომობილი რამდენჯერმე ამობრუნდა და მასში მსხდომი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპნენ. ცხედრების მანქანიდან ამოყვანა მხოლოდ სპეცტექნიკის დახმარებით მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები