მწერალ სალომე ბენიძესთან შეხვედრა გაიმართება

დღეს, 4 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება ახალგაზრდა მწერლის, სალომე ბენიძის შეხვედრა სტუდენტებთან და მისი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართება.
სალომე ბენიძეს 2012 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია ,,საბა“ წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში კრებულისთვის ,,მოხსენებითი ბარათი’“.
2013 წელს გამოიცა მისი ახალი პოეტური კრებული ,,ამბავი უძინართა’’.
თარგმნილი აქვს დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ჩემი მხრიდან’’, ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი ,,ოქროს გალია’’ და მილორად პავიჩის ,,უნიკალური ეგზემპლარი”.
2015 წელს გამოცემული წიგნისათვის – ,,ქალაქი წყალზე’’, რომელმაც მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა, სალომე ბენიძე ,,წინანდლის პრემიის’’ ლაურეატი გახდა პროზაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები