საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი ეწვევა

 საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი ეწვევა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ტომას ილვესის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე ესტონეთის პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა საქართველოს ეწვიოს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოფიციალური მოწვევა ესტონეთის პრეზიდენტს უახლოეს პერიოდში გაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები