ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მდინარეში თევზაობისას ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.