„ანზორ ჩუბინიძესთან არავითარი უთანხმოება და კონფლიქტი არ ყოფილა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან არავითარი უთანხმოება და კონფლიქტი არ ჰქონია. პრემიერის თქმით, ჩუბინიძემ თავად მოისურვა თანამდებობის დატოვება.
“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და თვითონ ანზორმა მოისურვა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით აღნიშნული თანამდებობის დატოვება. ასე რომ, არავითარი უთანხმოება და რაიმე კონფლიქტი, ისე, როგორც გაავრცელეს ვიღაც ადამიანებმა, არ ყოფილა და არც იქნება ჩვენს შორის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით თვის ბოლოს დატოვებს.