ქედაში, მდინარეში ავტომანქანა გადავარდა – გარდაცვლილია 2 ადამიანი
ქედაში, მდინარეში „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა დაახლოებით 2 სათის წინ გადავარდა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანი გარდაცვლილია. შსს-ს ინფორმაციით, ძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ავტომანქანა მდინარიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.