თბილისში ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო “დელისის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მანქანამ დაარტყა და გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გონზე მოიყვანა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხისა და თავის ტრავმა აღენიშნებოდა. იგი ელიზაბეტ ბლექველის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს დილის საათებში, 10.20 წუთზე მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.