საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სამინისტრო მათ ურჩევს, თავი შეიკავონ ქალაქის იმ ნაწილში გადაადგილებისგან, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობს. უწყება მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, მაქსიმალურად დაიცვან ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომები. “განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიევში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს 24- საათიანი ცხელი ხაზი: +38 093 919 60 80; +38 093 302 48 48; +38 093 023 27 76”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.