ლევან კალანდაძე: “ქართული ოცნება,“ 117 მანდატით, საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

„ქართული ოცნების“ ახალი გუნდი მე მაძლევს იმის თქმის გარანტიას, რომ ისინი კონსტიტუციური უმრავლესობის პასუხისმგებლობას თავს გაართმევენ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძე იმ პოლიტიკური პარტიების პროგრამას, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, ნეგატიურად აფასებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
„ქართული ოცნება,“ სავარაუდოდ, 115-117 მანდატით მეორე ტურის შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ეს იქნება ერთგვარი ცდუნება მათთვის, რადგან სრული პასუხისმგებლობა ქვეყენაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებზე, სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაეკისრება.
„ქართულ ოცნებაში“ შემავალი ახალი სახეები მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს ადამიანები კარგად გაართმევენ თავს ამ ცდუნებას. ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება და პროგრამული პრიორიტეტი მაქსიმალურად სწრაფად უნდა იყოს განხორციელებული.
ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა, არ არის მათი ბრალი ან დანაშაული, ეს არის იმ პოლიტიკური პარტიების ხარვეზი, ვინც ამომრჩეველს არ შესთავაზა რეალური საარჩევნო პროგრამა და ის 200 000 ხმა თავადვე დაქსაქსეს,“-განაცხადა ლევან კალანდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები