ბათუმის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიღუპა
ბათუმის 51-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში შესვლის დროს, მოქალაქეს ფეხი დაუცურდა და წაიქცა. მიღებული ტრავმა სიკვდილის მიზეზი გახდა. ამომრჩეველი ასაკოვანი იყო.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, ქარელის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.