დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის შედეგად ავტომობილი აალდა და მგზავრის გადმოყვანა ვერ მოხერხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.