ხულოში მომხდარ აფეთქებას 60 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ხულოში, თონეში მომხდარი აფეთქების შედეგად, 60 წლის მამაკაცი დაიღუპა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საწარმოში ან საამქროში საწარმოო ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.