დაბა აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

დაბა აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მოტოციკლი ქვეითად მიმავალ მამაკაცს დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი ქარელის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მოტოციკლის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები