ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორი რწმუნებული დააკავეს

            საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2014 წლის 21 იანვარს, სამსახურებრივი სიყალბის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სოფლების, სალიბაურისა და კაპრეშუმის რწმუნებულები ლევან ცეცხლაძე და დავით თურმანიძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების ფიზიკურ პირებზე უკანონოდ რეგისტრაციისათვის, გასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რითაც მოქალაქეები უკანონოდ დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 169 541 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 6 – დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები