იუსტიციის მინისტრმა პრემიერს მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი ბადაშვილი წარუდგინა

  პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი კონსულტაციების შედეგად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, “პროკურატურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დასანიშნად მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ამჟამინდელი უფროსის, გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ “კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ, სხვადასხვა დროს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე; პროფესიით იურისტია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იკავებს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის პოსტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები