რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლეს
გალის ე.წ. სასამართლომ რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლა, რომელთაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდათ ბრალად. სამი ქართველი, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სამივე ახალგაზრდა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრია. ქართველები რუსმა ჯარისკაცებმა თევზაობის დროს მდინარე ენგურის ნაპირზე დააკავეს. ამ დროისთვის გათავისუფლებულებს ოჯახის წევრები სახლებში ელოდებიან.