მკვლელზე ახალი საწამლავის გამოცდა გადაწყვიტეს

   ოჰაიოელ მკვლელზე ახალი საწამლავს გამოცდიან. ახალი პრეპარატი აქამდე არასდროს ყოფილა აპრობირებული. ამერიკის შტატ ოჰაიოში სიკვდილით დასჯას ახალი ინექციის გამოყენებით ჩაატარებენ. “სი-ენ-ენ”-ის ინფორმაციით, ახალ საწამლავს 1994 წელს მკვლელობისთვის გასამართლებულ დენის მაკგირეზე გამოცდიან. ახალი ინექციის შემადგენლობაში შევა მიდაზოლამი, რომელიც სედატიური პრეპარატის როლს ასრულებს და ასევე – ტკივილგამაყუჩებელი ჰიდრომორფონი. სხვა შტატების მსგავსად, ოჰაიოც იძულებული იყო, მოეძებნა ახალი პრეპარატები სიკვდილით დასჯის პროცედურის ჩასატარებლად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ევროპელმა ფარმაცევტებმა, ადამიანის უფლებების დამცველთა საზოგადოების წნეხის ქვეშ, ამერიკული ციხეებისთვის იმ პრეპარატების მიწოდება შეწყვიტეს, რომლებიც მანამდე იხმარებოდა და პენტობარბიტალის საფუძველზე მზადდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები