"აფხაზეთის რესპუბლიკა“ შესაძლოა, კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიაროს
რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ერიტრეასთან აწარმოებს,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის ელჩების სატელეფონო საუბარი გავრცელდა. რუსეთის ელჩი ერიტრეაში იგორ ჩურბანოვი კოლეგას არწმუნებს, რომ აფრიკის ქვეყნისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აუცილებლად მოიპოვებს. გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა, ელჩები რუსეთის მომავალ გეგმებზეც საუბრობენ. მათი თქმით, ყირიმი რუსეთის ნაწილია, თუმცა ეს „მხოლოდ დასაწყისია“.