ოკუპანტებმა შამგონადან სამი მამაკაცი გაიტაცეს

    ენგურის სიახლოვეს გატაცებული სამი მამაკაცის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც “კვირას“ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ოთარ გოგოხიამ განუცხადა, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას სამი მკვიდრი მამაკაცი ოკუპანტებმა გუშინ შამგონა – თაგილონის საზღვარზე თევზაობისას დააკავეს. “სამივე გატაცებული – სულხან წყაროზია, მამუკა ბერაია და კორნელი ჭედია სოფელ შამგონას მკვიდრნი არიან. ისინი ოკუპანტებმა თაგილონი-შამგონას საზღვარზე ენგურის ნაპირას თევზაობისას ე.წ საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს. მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს“,- განუცხადა “კვირას“ ოთარ გოგხიამ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები გალის მილიციაში არიან გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები