ევროპარლამენტის დელეგაცია საზღვრისპირა სოფლებს სტუმრობდა
ევროპარლამენტის “სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის” წევრები დღეს საზღვრისპირა სოფლებს სტუმრობდნენ. ჯგუფის პრეზიდენტმა ჰანეს სობოდამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ის ადგილები დაათვალიერა, რომელიც რუსების მიერ მავთულხლართებით არის გაყოფილი. სოფელ ხურვალეთში ეგრეთ წოდებულ პირობით საზღვართან დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ოკუპაციის შედეგებს. ისინი ასევე იმ ადამიანებს ესაუბრნენ, რომელთა სახლებიც გამყოფი ზოლის მეორე მხარეს მოექცა.
ხურვალეთში დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეებიც პატრულირებდნენ. ბოლო 1 კვირაა რუს მესაზღვრეებს საოკუპაციო ხაზთან სამუშაოები არ განუახლებით. სოფელ ხურვალეთში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა.