10 ეფექტური გასახდომი საშუალება
ბოსტნეული, ჯანსაღი კვება და დილით ვარჯიში წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენ ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ, აუცილებლად ეძებთ ეფექტურ საშუალებას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ასეთი საშუალება ბევრია – დიეტები, რომლებიც ნამდვილად მოქმედებს, ასევე ვარჯიში, რომელიც უთუოდ გაუმკლავდება ცხიმებს. და დღის განრიგის ცვლილებაც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, გვაუწყებს „Delfi.ua“.
- უარი თქვით რესტორანში ხშირ სადილზე და ფასტ-ფუდზე. კოლორიული კერძები და მათში ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობა ერთ ჯერზე დღიურ ნორმას უტოლდება.
- აუკრძალეთ თქვენს თავს ჩიპსების და მსგავსი „სასუსნავის“ ყიდვა. სცადეთ, ერთი თვის განმავლობაში თავი შეიკავოთ ასეთი პროდუქტებისგან და გაოცდებით, თუ რამდენ კოლორიას იღებდა თქვენი ორგანიზმი.
- ყოველთვის ისაუზმეთ – ამასთანავე, შეამცირეთ სადილისა და ვახშმის პორციების მოცულობა. ეს უბრალო რჩევაა, რომელიც ბევრს დაეხმარა წონაში დასაკლებად.
- ირბინეთ – აერობიკა, ველოსპორტი ან უბრალოდ სიარული მშვენიერი საშუალებაა წონაში დასაკლებად. ყოველდღიური, 15- წუთიანი სირბილი ერთი თვის განმავლობაში დაგეხმარებათ, დაიკლოთ 5 კილოგრამი.
- მაღალკოლორიული კვება შეცვალეთ დაბალკოლორიულით. მაგალითად, ღორის ხორცი ჩაანაცვლეთ ინდაურის ხორცით. ჭამეთ უცხიმო ხაჭო, დალიეთ უცხიმო იოგურტი.
- იაქტიურეთ. სადილის შემდეგ შესვენებაზე 30 წუთით გაისეირნეთ. არ იჯდეთ ერთ ადგილზე. შეეცადეთ, ბევრი ისეირნოთ.
- ჭამეთ, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. ყველაფერი საკმაოდ მარტივია – ბოსტნეული დაბალკოლორიულია და რაც უფრო მეტ ბოსტნეული იქნება თქვენი კვების რაციონში, მით უფრო ნაკლები ადგილი დარჩება თქვენს ორგანიზმში მავნე საკვებისთვის.
- შეამცირეთ პორციები. შეგიძლიათ ისევე იკვებოთ, როგორც ადრე, მაგრამ პორციები 25-50% შეამცირეთ.
- საღამოობით კვება შეამცირეთ და ამ დროს არ გაზარდოთ სადილის კალორიები. საკმაოდ მალე შეამჩნევთ წონაში კლებას.
- უარი თქვით შაქარზე და ტკბილეულზე – და რომც სხვა არანაირი ცვლილება არ შეიტანოთ თქვენს დიეტაში, თვეში 4 კილოგრამის დაკლება გარანტირებული გაქვთ.