ე.წ. ბიოს გადაჭარბებული დოზით 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ბიოს გადაჭარბებული დოზით 22 წლის გ.დ. გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, გ.დ.-მ „ბიო ნარკოტიკი“ ორ მეგობართან ერთად მოწია, რა დროსაც სამივე ახალგაზრდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 2 მამაკაცი გადარჩა, 22 წლის გ.დ. კი კომაში ჩავარდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ახალგაზრდა სამი დღის შემდეგ ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.