ძარცვისა და ვინაობის გაყალბების ბრალდებით ათენში საქართველოს მოქალაქე ქალი დააკავეს

ათენში დამამძიმებელ გარემოებაში ძარცვისა და პირადი ვინაობის გაყალბების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბრალდებულმა 150 ათას ევროზე მეტად შეფასებული ძვირფასეულობა და საოჯახო ტექნიკა მიითვისა.
„ბრალდებული, სულ მცირე, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მაისამდე, განცხადებებს შრომითი დასაქმების შესახებ, გამოქვეყნებულებს გაზეთებსა და ინტერნეტში მიმნდობი სახლის პატრონების მიერ იყენებდა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მოსამსახურის დაქირავებით, იწყებდა მუშაობას ამ განხრით და პირველსავე დღეს ბინებიდან იპარავდა ძვირფასეულობას, საიუველირო ნაწარმს, ტანსაცმელს, ელექტრონულ მოწყობილებებს და სხვა ნივთებს. შემდგომში ნაქურდალს ქალაქ ათენის ლომბარდებსა და სხვადასხვა მაღაზიებში აბარებდა. მას ბრალად ედება ძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში და დამქირავებლების შეცდომაში შეყვანა პირადი ვინაობის გაყალბებით“, – წერს ადგილობრივი მედია.
საქართველოს მოქალაქის საქმეზე ფილოთეიში, ვულას უსაფრთხოების რაიონული განყოფილების, ფილოთეის პოლიციის დეპარტამენტის და ბინების ქურდობაზე სპეციალიზირებული სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
36 წლის საქართველოს მოქალაქე ბერძენმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 11 მაისს დააკავეს.
ამ დროისათვის მას ქურდობის სამი ფაქტი დაუმტკიცდა, რომელიც ქალაქ ვულაში, კიფისიასა და პორტო–რაფტიში ჩაიდინა.

წყარო:  news247.gr

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები