მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქე დაიღუპა
მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მთამსვლელების ინფორმაციით, ტურისტები წესების დარღვევვით, შესაბამისი ეკიპირების გარეშე გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ყინულის ნაპრალში ჩავარდა. მთამსვლელებმა მისი ამოყვანა მოახერხეს, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.