Le Point: ევროკავშირმა რუსეთს ომი უნდა გამოუცხადოს

დროა დასრულდეს, ევროპის მიერ რუსეთის დაპყრობის და დამორჩილების პროცესი, რომელიც XIX საუკუნეში ფრანგმა იმპერატორმა ნაპოლეონ I დაიწყო და ХХ საუკუნეში გერმანელმა კანცლერმა ჰიტლერმა გააგრძელა, –  ამის შესახებ   ფრანგული გაზეთი Le Point  წერს.
პოპულარულ გამოცემაში ნათქვამია, რომ  ევროპულმა ცნობიერებამ უნდა დაივიწყოს  არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც რუსეთის მიმართ გააჩნია.    XIX საუკუნეში აშშ მეორეხარისხოვანი, პროვინციული ძალა იყო, მას არ შეეძლო თავის ახალგაზრდა ჯარი და იარაღი ნაპოლეონის დასახმარებლად  გადაეგზავნა, რათა მას ტირანი ალექსანდრე I და მისი მეთაური კუტუზოვი დაემარცხებინა.  ХХ საუკუნის სავალალო ტაქტიკური შეცდომა, რომელიც ჰიტლერმა დაუშვა იყო ის, რომ დახმარებისთვის ამერიკას არ მიმართა. იგი (საბედნიეროდ ცოტახნით) რუსეთის მოკავშირე გახდა. ახლა კი მსგავს თემაზე საუბარიც კი არ შეიძლება.
გაზეთი Le Point წერს, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერები რუსეთის მიმართ ერთდროულად  ზიზღს და სიძულვილს განიცდიან და ნატოს არც თუ ისე შორეული  სტრატეგისთვის, დღესავით ნათელია, რომ ასეთ ხელსაყრელ პირობებში მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება: თავდასხმა ( Attack. Attack Russia!)  ნებისმიერ ომში უნდა არსებობდეს ჰუმანური და მორალური მოტივები.
სტატიაში ნათქვამია: დადებითი განზრახვა ჯოჯოხეთის გზაზე გაყენებს – ასე ამბობდა მწერალი ანდრე ჟიდი, რომელიც რუსების სატანისტურ ბუნებას სხვებზე ადრე მიხვდა. პოლიტიკაშიც ასე ხდება,  განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ აფრიკის კოლონიზაციის მიზეზი ექსპლუატაცია არ ყოფილა.  მიზეზი –  ხალხზე ზრუნვა და მათი განათლება იყო. როდესაც მათ  „უმკურნალეს“  და გაანათლეს,  სანაცვლოდ მათ ევროპის ეკონომიკის განვითარებაში მხოლოდ  მოკრძალებული წვლილის შეტანა თხოვეს, თუმცა ზოგიერთს ამისთვის თავგანწირვაც  დასჭირდა.
გაზეთი Le Point  წერს, რომ რუსეთზე თავდასხმის  მორალური მიზეზები საკმარისზე მეტია.  პირველ რიგში – უკრაინა, ამერიკის და დასავლეთის ვნებათაღელვის  ახალი ობიექტია.  2010 წელს უკრაინელები  1990 წლის ბოსნიელებს და კოსოვოელებს დაემსგავსნენ, ამაღლებული გრძნობებით და სუფთა აზრებით. ყირიმის დაკარგვა,  რომელიც რუსული უფრო  მეტად  იყო, ვიდრე უკრაინული, უკრაინელებისთვის  შეურაცხყოფად  და ძლიერი დარტყმად იქცა და საზოგადოების ინტელექტუალურ და ფსიქიკურ წონასწორობაზე იმოქმედა.  გარდა ამისა, ამ მოვლენამ უკრაინელები მსოფლიოს  სამაგალითო გმირებად აქცია. მაგრამ, საქმე მხოლოდ ამაში არ არის. რუსეთი, უკვე არა ერთი წელია, რაც  საბაბს იძლევა,  რომ თავს დავესხათ, დავიპყროთ და გავანადგუროთ. საკმარისია, ცოტა ხნით მაინც შეხვიდეთ ინტერნეტსივრცეში და დაფიქსირდებიან  ქერა ფემენის  წარმომადგენლები, ციხეში მოხვედრილი მილიარდელები ამერიკელი მოღალატე ედუარდ სნოუდენი, ფრანგი დეზერტირისა და პუტინის ხვევნის ამსახველი მასალა, დეპარდიე, რომელსაც  საგადასახადოში დავალიანება აქვს და ა.შ.
გაზეთი რეზიუმეს სახით წერს: მოდით აღარ გავიმეოროთ შეცდომები, რომელიც საბედისწერო გახდა ობამას ბრწყინვალე წინამორბედისთვის და ეშტონისთვის, ანუ გიტლერისთვის და ნაპოლეონისთვის! ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გვინდა მათ მსგავსად დავრჩეთ სტალინგრადში ან გავიყინოთ ბერეზინში. სიმართლე გითხრათ, ეჭვიც კი მიჩნდება… იქნებ ჩვენ საკმაოდ დავაგვიანეთ და სიტუაციამ ხელი რომ არ შეგვიშალოს, თავდასხმა 2015 წლისთვის გადავიტანოთ? არ შეიძლება  რუსებს მივცეთ უფლება მესამედ დაგვამარცხოს! არაფრით არ შეიძლება! – ნათქვამია სტატიაში.

წყარო: http://www.politonline.ru
თარგმანი – გრეტა სარქისოვა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები