ლანჩხუთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
26 წლის მამუკა მშვიდობაძე მერსედესის მარკის ავტომობილს თავად მართავდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მეზღვაური იყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

13246019_1087351261308752_1752547424_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები