თუშეთში ჩამოწოლილმა ზვავმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ზვავში 4 ადამიანი მოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, ერთს კი გულ-მკერდის არეში საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. დანარჩენი ორი კი ზვავს უვნებლები გადაურჩნენ.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 44 წლის დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ე.წ. ,,ცოდვიანთ ხევთან“ მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის მცხოვრებია.
თუშეთს გზის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე კვირაა ინტენსიურად მიმდინარეობდა,თუმცა 2 დღის წინ მთაში მოსულმა თოვლმა სამუშაოები შეაფერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები