აჭარაში ავარიას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
აჭარაში, ქობულეთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომანქანა, სოფელ გვარაში არსებული ხიდის მოაჯირს შეეჯახა.
შემთხვევის დროს, ავტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან ორი დაშავდა, ხოლო მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომანქანა, სოფელ გვარაში არსებული ხიდის მოაჯირს შეეჯახა.
შემთხვევის დროს, ავტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან ორი დაშავდა, ხოლო მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკვშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.