აბულაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, აბულაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „კვირას“ „არქი ჯგუფში“ განუცხადეს, ცეცხლი „არქი თაუერის“ მშენებარე კორპუსს გაუჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები ინახებოდა. მათივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.