ბერა ივანიშვილმა გუშინდელი ტერაქტისას დაჭრილ ფრანგ ჟურნალისტ გოგონას ყვავილები გაუგზავნა
სატირული გაზეთის ”შარლი ებდოს” ერთ-ერთი დაშავებული ბერა ივანიშვილის მეგობარი გოგოა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ პარიზში სატირულ გაზეთ ”შარლი ებდოზე” განხორციელებული თავდასხმის შედეგად მისი მეგობარი ჟურნალისტიც დაშავდა. ”სოფი ჩემი მეგობარია, ის ფრაგი ჟურნალისტია, რომელიც პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. მე მას ყვავილებიც გავუგზავნე”, – განუცხადა “კვირას” ბერამ კინო რუსთაველში გამართული ახალი კლიპის პრეზენტაციის შემდეგ.
“კვირა” დაინტერესდა ჟურნალისტი გოგონას ვინაობით და გაარკვია, რომ ”შარლი ებდოს” დაშავებულ ჟურნალისტებს შორის ნამდვილად არის ფრანგული წარმომავლობის 23 წლის სოფი კლიმანი. გოგონა ნიუ-იორკის უნივერსისტეტის კურსდამთავრებულია და სატირულ გაზეთ ”შარლ ებდოში” კარიკატურებზე და გრაფიკულ გამოსახულებებზე მუშაობს. სავარაუდოდ ეს ის გოგონაა, ვისაც ბერამ დღეს ყვავილები გაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში ”შარლ ებდოს” რედაქციაზე ტერორისტული თავდასხის შედეგად გარდაცვლილია 12 ადამიანი: 10 ჟურნალისტი და ორი პოლიციელი. 11 ადამიანი დაჭრილია და გადაყვანილია საავადმყოფოში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით ტერორისტული აქტი ისლამისტების მიერ არის ორგანიზებული.