"ნაციონალური მოძრაობის" წევრები FBI-ს სახელით სპეკულირებენ“

  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არცერთ ქვეყანას და არცერთ უწყებას არ სცემენ პატივს, მითუმეტეს, ისეთ ავტორიტეტულ უწყებას, როგორიცაა FBI,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა,”ნაციონალური მოძრაობის” წევრები სწორედ FBI-ს სახელით სპეკულირებენ. ღარიბაშვილის თქმით, ამ უწყების თანამშრომლებს რა მოცემულობაც დაახვედრეს ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, იმ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა დასკვნაც.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არცერთ ქვეყანას და არცერთ უწყებას არ სცემენ პატივს, მითუმეტეს, ისეთ ავტორიტეტულ უწყებას, როგორიცაა FBI. ისინი სპეკულირებენ FBI-ს სახელით. ამ უწყების თანამშრომლები საქართველოში ჟვანიას სიკვდილიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ და ექსპერიმენტი ჩაატარეს. მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ პროფესიონალებისგან მსმენია, რომ FBI-ს ექსპერიმენტი ზუსტ რეალობას ვერ ასახავდა. კერძოდ, ამ უწყების თანამშრომლებს რა მოცემულობაც დაახვედრეს, იმ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა ეს დასკვნაც. მაგალითად, მე რომ თქვენ მოგცეთ გაყალბებული მასალები, რა თქმა უნდა, მცდარი გზით წახვალთ. ამ დასკვნით სპეკულირება ამორალური საქციელია და “ნაციონალები” უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ავტორიტეტული უწყების პრესტიჟს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები