პესკოვი: გაგვიმართლა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინია

რუს ხალხს გაუმართლა, რომ ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტია,- ეს მოსაზრება რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააჟღერა.

„პუტინი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და თქვენც და მეც გაგვიმართლა, რომ ეს ასეა“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვმა ასევე პუტინის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე ისაუბრა. მან რუსეთის ლიდერის ყველა გადაწყვეტილება სწორი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, „რუსების მოვალეობა გამარჯვებაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები