ოკუპანტები ქართველ მოსწავლეებს სკოლაში არ უშვებენ – მშობლები დახმარებას ითხოვენ

  გალის რაიონის ქართულ სოფლებში – მეორე ოტობაიაში, ფიჩორსა და ნაკარღალში მცხოვრები 18 მოსწავლე ორ კვირაზე მეტია სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს. მოსწავეებს, რომლებიც სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში სწავლობენ, ოკუპანტები ე.წ საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც “კვირას“ სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯოლოგუამ განუცხადა, ორი კვირს წინ აღნიშნული მოსწავლეებიდან რამდენიმემ ოკუპანტებისგან მალულად ე.წ საზღვრის გადმოკვეთა მოახერხა და სკოლაში გამოცხადდა, თუმცა ახლა ამასაც ვერ ახერხებენ.
ოკუპანტებმა სოფლების გამგეობებისგან მოსწავლეების სიის გადაცემა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ამის შემდეგ მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემას აღარ შეუქმნიდნენ. თუმცა პირობა პირობად დარჩა.10009647_235370043335853_374808949_n
როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, მოსწავლეების მშობლები ამ ფაქტით ძალიან შეწუხებულები არიან და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ოკუპანტებმა მათ შვილებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცენ. თავის მხრივ, განმუხურის სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ 18 მოსწავლეს გაცდენები საპატიოდ ჩაეთვალოს. ამასთან, შემუშავდა მეთადი, რომლის მეშვეობითაც ისინი გაცდენილი გაკვეთილების გავლას შეძლებენ.
“ამ სოფლებიდან ჩვენს სკოლაში სულ 18 ბავშვი ირცხება, 12 მარტს, სკოლაში მოსწავლეების ნაწილი გამოცხადდა, რომელთაც გვითხრეს, რომ დანარჩენ მოსწავლეებს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საგუშაგოზე გამოვლის საშუალება არ მისცეს. ბავშვებმა კი მალულად გადმოკვეთეს საზღვარი. ამის მერე არცერთი მოსწავლე აღარ ცხადდება სკოლაში, რადგან ე.წ. საგუშაგოზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
მშობლები ძალიან შეწუხებულები არიან, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, თუმცა უშედეგოდ. ე.წ. მესაზღვრების აფხაზეთი დე-ფაქტო უშიშროების სამსახურს სთხოვენ ამ ბავშვების სიას, ისე მათ არ ატარებენ საგუშაგოზე. ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, გაცდენებს არ აღვწერთ, შევიმუშავეთ პროგრამა რომლის მეშვეობითაც გაცდენილი საგების გავლას შეძლებენ“,-განუცხადა “კვირას“ განმუხურის სკოლის დირექტორმა. 1608423_235350903337767_223752802_n
როგორც “კვირასთან“ საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განაცხადა, ე.წ. რუსი მესაზღვრეების ქმედების შესახებ საქმის კურსშია, როგორც საქართველოს ცენტრალური მთავრობა ასევე საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლები. მისი თქმით, ეს თემა აუცილებლად დადგება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განსახილველ საკითხებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები