“ლილოს ბაზრობაზე” SAMSUNG-ის მარკის უკანონო გამოყენებით გაზზე მომუშავე წყლის დაბალხარისხიან გამათბობლებს ყიდდნენ (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა SAMSUNG-ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, შპს “მანგის” ხელმძღვანელი ლევან გამჯაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ე.წ. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გაზზე მომუშავე წყლის დაბალხარისხიანი გამათბობლების რეალიზაციას ახდენდა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგოდ აკრავდა SAMSUNG-ის სასაქონლო მარკას. კონკრეტულად, 2016 წლის 9 თებერვალს, ლევან გამჯაშვილმა განახორციელა SAMSUNG- ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მომხმარებლის უფლებები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს 2 წლამდე პატიმრობას“,-აღნიშნულია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები