საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები: ვლადიმერ სააკოვი, ელბრუს ოგანესიანი, ნიკოლოზ გულუაშვილი და არამ ხალიფიანი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირად ღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.
ბრალდებულები დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6 -დან 8 წლამდე პატიმრობას.